რეპორტაჟი მცხეთიდან


  

როდესაც ვიღებთ ინფორმაციას და ვეცნობით ნებისმიერ მასალას, ნეტ-ნაკლებად გვიჩნდება შეკითხვები:
  •          რამდენად სანდოა ჩვენს მიერ წაკითხული, ან მოსმენილი მასალა?
  •          ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ან ვკითხულობთ ხომ არ არის ვინმეს გამონაგონი?

იმისათვის, რომ კლუბის წევრებმა შეძლონ მსგავს შეკითხვებზე პასუხის გაცემა , ჩემს მიერ დაიგეგმა  აქტივობა (ვფიქრობ, საინტერესო) 
რეპორტაჟის მოსამზადებლად შევარჩიე დეკემბრის დასაწყისი ( ადრეც მინდოდა, მაგრამ .. ) , მიუხედავად  ზამთრის სეზონისა, შევარჩიე  თბილი და მზიანი დღე.ჩავალაგეთ ჩანთებში ჩვენი პლანშეტები, მარკერები, ფლიფჩარტები და  გაკვეთილების შემდეგ კლუბის წევრები , კლუბის მენეჯერი, კლუბის რედაქტორი,  სკოლის ისტორიის და ინგლისურის მასწავლებლებისაგან შემდგარი ჯგუფი გაემგზავრა ბაგინეთს , მცხეთას .. 
საქმე კი იმაში გახლდათ, რომ კლუბის წევრებმა შეიცვალეს როლები , ჩვენ გადავბარგდით მეოთხე 
                                                                რეპორტაჟი მცხეთიდან
                                                             არმაზის აფეთქების ისტორია

             აქტივობის მიზანი
           მოსწავლეები
  •        იმსჯელებენ და შეიმუშავებენ  ერთსა და იგივე საკითხზე სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების ხერხებზე
  •        შეისწავლიან სხვადასხვა ეპოქაში გავრცელებული ინფორმაციის 
    თავისებურებებს
  •    მოახდენენ სიმულაციას 17 საუკუნის წინ არმაზში მომხდარი ისტორიული ამბისა და გააკეთებენ  გეგმის მონახაზს მედიაპროდუქტის შესაქმნელად  
  •       დააკვირდებიან ეპოქის გავლენსა მედიაგზავნილის შექმნაზე და თავად გამოცდიან  , ანუ მოახდენენ სიმულაციას მედიაგზავნილის შექმნის დროს ;
  •      ქმნიან მედიაპროდუქტს (რეპორტაჟს აქცევენ გაზეთის ერთ-ერთ სტატიად და სასწავლო რესურსად მოხდება ამ სტატიის გამოყენება მეცხრეკლასელებთან )
  •     საზოგადოების მიერ სამი სტატიიდან ყველაზე უფრო სწორი გზავნილის შერჩევა; უკუკავშირი აუდიტორიასა დაკლუბის წევრებს შორის
  • ·          უზიარებენ სხვაადსხვა აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას
    აქტ1. მოსწავლეები სიმულაციას იწყებენ უკვე ტრანსპორტში განთავსების შემდეგ. იქმნება 3 ჯგუფი, სამივე ირჩევს რედაქტორს, ცალკე გამოეყოფა ამბის შემსწრეთა ჯგუფი, შეირჩევა მემატიანე და რედაქტორებთან "სამუშაო იწყებენ  ჟურნალისტები , რომელთა მოვალეობაა ინფორმაციის მოგროვება, გაფილტვრა და სტატიის შექმნა ;არის პოლიციაც და  ადგილზე იმუშავებს კრიმინალისტიც ; გეზი მცხეთისაკენ ავიღეთ, ჯერ სვეტიცხოველში  ვეახლეთ დიდ მეფეებს, ეპოქა  სრულად გავითავისეთ და მერე უკვე დავიძარით ბაგინეთისკენ .. "ამბავი მოსულა მცხეთას, არმაზის კერპი აფეთქდაო", აბა ჟურნალისტებს უქმად რა გააჩერებდა  :)


პერსონაჟი
რაოდენობა
აქტივობა

რედაქტორი
3
ჟურნალისტებთან ერთად ადგენენ სამოქმედო გეგმას , რეოპრტაჟის მომზადების მერე ზრუნავენ გაზეთის გამოშვებაზე

ჟურნალისტი
9
იღებენ მითითებას რედაქტორებისაგან, იღებენ ინტერვიუს, აკეთებენ რეპორტაჟს, ამზადებენ ინფორმაციას, აწვდიან რედაქტორს

კრიმინალისტი
პოლიციელი

1
1

აწესრიგებენ სიტუაციას , იკვლევენ მომხდარს, ეხმარებიან ჟურნალისტებს 

მემატიანე
1
იწერს მიმდინარე მოვლენებს , ქმნის ისტორიულ ქრონიკას

არმაზის მოსახლეობა (ისინი ვინც ფაქტს შეესწრნენ)

3
მასწავლებლები ირგებენ მოსახლეობის როლს და გასცემენ ინფორმაციას, რისგანაც კეთდება რეპორტაჟი

ოპერატორი
1
იღებს ყველა მოვლენას და ქმნის ვიდეომასალას



სამივე ჯგუფი (რედაქტორ-ჟურნალისტებისა) იწყებს ფიქრს
  • გაზეთის სახელწოდებაზე 
  •       როგორი იქნება დიზაინი?!
  •       გარდა არსებული რეპორტაჟისა, კიდევ რა შეიძლება განთავსდეს ისეთი მათ გამოშვებულ გაზეთში, რომ კონკურენცია გაუწიონ სხვა გაზეთებს

აქტ.2 ყველა ცდილობს მოიძიოს მასალა მე-4 საუკუნის ქართლის სამეფოზე , ე.წ მირიანის და ნანას მეფობის ხანაზე, გაიხსენონ არმაზის კერპის ისტორია ;
აქტ. 3 ყველა  მონაწილე იაზრებს საკუთარ როლს ბაგინეთში ასულები იწყებენ იმ აქტივობის განხორციელებას , რაც მათ როლთან მოდის შესაბამისობაში


აქტ.4 შავი მასალა ექცევა ერთ სივრცეში , რომელიც განთავდება კლუბის ონლაინჯგუფში;
რედაქტორებს ეძლევათ ვადა 2 კვირა გაზეთის სრულყოფისათვის , ხოლო მემატიანეს იგივე პერიოდი ისტორიის  ჩასაწერად და გასაფორმებლად;
   აქტ. 5 შექმნილი გაზეთების პრეზენტაცია მოხდება მეცხრეკლასელებთან, საქართველოს ისტორიის გაკვეთილზე, კლასის მიერ იქნა შერჩეული საუკეთესო სტატია , დასაბუთდა ყველა დადებითი და უარყოფითი მოსაზრება , აქტივობები  გაიწერა  გაკვეთილის გეგმაში;
მოსწავლეებმა შეძლეს

  • ·   ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება , მოსაზრებების დახარისხება, გადაწყვეტილებების მიღება , პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი
  • ·         დაამუშავეს რეალურად ნანახი , განცდილი ამბავი და ელექტრონულად მოპოვებულ ინფორმაციასთან შეზავების შედეგ ერთად შექმნეს ინფორმაცია , რომელიც  იქცა საინტერესო სტატიად
  • ·         აუდიტორიისთვის მასალის წარდგენა და დასაბუთება, რამდენად მნიშვნელოვანია არსებულ მოვლენებზე დამაჯერებული, არგუმენტებით გაჯერებული ინფორმაციის მომზადება
  • ·         მიიღეს უკუკავშირი და გაიზიარეს სხვისი მოსაზრებები
          
 ერთ-ერთი ჯგუფის მიერ გამოშვენული გაზეთი  




Комментарии

  1. ძალიან საინტერესოა თქვენი ნამუშევარი ბავშვებო, ასეთი მუშაობა შეგძენთ მნიშვნელოვან უნარებს, იამაყეთ,რომ ასეთი მასწავლებელი გყავთ.😘

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

კლუბი "მედიაწიგნიერი თაობა "