კლუბი "მედიაწიგნიერი თაობა "

 
დღეს  მოსწავლეები   იღებენ  ბევრად მეტ ინფორმაციას  სხვადასხვა  წყაროდან , ვიდრე  10- 15 წლის წინ.  პედაგოგიურ პრაქტიკასა და მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოზარდებს უჭირთ  საჭირო ინფომრაციის მოძიება, დამუშავება, კრიტიკული  ანალიზი და ძირითადი მესიჯების  გამოკვეთა. ამასთან, პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ დაბალი ცნობიერების,  სოციალურ მედია პლატფორმებთან  შეუზღუდავი წვდომისა და  გავრცელებული ინფორმაციის კონტროლის  შეზღუდული მექანიზმების  პირობებში მოსწავლეები მოწყვლადები ხდებიან ონლაინ ბულინგის მიმართ.
  2018 წლის ზაფხულში "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017-ის ათი ფინალისტისთვის კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ პარტნიორობით გამოცხადდა საინტერესო შემოთავაზება  -კერძოდ კი, ე.წ პედაგოგიური პრაქტიკის ხელშეწყობის პროექტების საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანი გახლდათ პედაგოგის მხარდაჭერა განავითაროს საკუთარი საგნის სწავლა-სწავლების პროცესი და შედეგები საკუთარ სკოლაში; პროექტის მონახაზის შედგენის შემდეგ ჩემი განაცხადი მოხვდა ხუთ გამარჯვებულ პროექტს შორის. 
  პროექტის ფარგლებში შეიქმნა სკოლის ბაზაზე , სექტებრის თვის მეორე ნახევარში გაჟღერდა სიახლე -სკოლის ბაზაზე კლუბის შექმნის შესახებ. სკოლის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების და სიახლეების გაზიარების შემდეგ  ამავე თვის ბოლოს გამოცხადდა რეგისტრაცია, რომელიც უკვე ითვალისწინებდა მსურველების მიღებას სკოლის კლუბში, რომლის სახელწოდება გახლავთ "მედიაწიგნიერი ტაობა " , პროექტი ითვალისიწნებს არმხოლოდ იმ აქტივობების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია დღევანდელ დღეს სკოლაში დ ასკოლის გარეთ, არამედ პროექტი გახლავთ საუკეთესო გზავნილი სხვა პედაგოგებისათვის, როგორ შეიზლება წარვმართოთ საკლუბო მუშაობა სასკოლო ბაზაზე , ასევე შევქმენით არაფორმალური სწავლების კურიკულუმი  მედიაწიგნიერების კლუბისათვის,  რომელიც ფოკუსირებულია  მოსწავლეთა მედიაწიგნიერებისა , შემოქმედებითი და  კრიტიკული აზროვნების კომპეტენციების განვითარებაზე.
 კლუბში  მუშაობის  პრაქტიკა  საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებებთან  მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება კვალიფიციური ტრენერებისა და კონსულტანტების  მენტორობით.  კურიკულუმის პილოტირებისა და შეფასების შემდეგ, მომზადდება ე.წ. „ქეის სთადი“ (case study) რომელიც აღნიშნულ მოდულთან  ერთად ხელმისაწვდომი იქნება   დაინტერსებული პედაგოგებისა და  საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

კლუბის  მიზნები  და ამოცანები
1.       კლუბი "მედიაწიგნიერი თაობა  მიზნად ისახავს მოსწავლეთა მედია წიგნიერებისა და კრიტიკულ აზროვნების კომპეტენციის განვითარებას მედიაწიგნიერების არაფორმალური სწავლების გაძლიერების გზით.
1.1.    მედია წიგნიერების კლუბის მუშაობისათვის არაფორმალური სასწავლო კურიკულუმის შექმნა.
1.2.    მედია კლუბის დაარსება სკოლის ბაზაზე და   მონაწილეთა შერჩევა.
1.3.    კურიკულუმის პილოტირება სკოლის დონეზე.
1.4.    მედია წიგნიერების კლუბის კურიკულუმისა და კლუბში  მუშაობის პრაქტიკის გაზიარება პარტნიორი სკოლების  პედაგოგების, მოსწავლეებისა და ფართო აუდიტორიისთვის.

Комментарии