Сообщения

კლუბი "მედიაწიგნიერი თაობა "

Изображение
  დღეს  მოსწავლეები   იღებენ  ბევრად მეტ ინფორმაციას  სხვადასხვა  წყაროდან , ვიდრე  10- 15 წლის წინ.  პედაგოგიურ პრაქტიკასა და მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოზარდებს უჭირთ  საჭირო ინფომრაციის მოძიება, დამუშავება, კრიტიკული  ანალიზი და ძირითადი მესიჯების  გამოკვეთა. ამასთან, პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ დაბალი ცნობიერების,  სოციალურ მედია პლატფორმებთან  შეუზღუდავი წვდომისა და  გავრცელებული ინფორმაციის კონტროლის  შეზღუდული მექანიზმების  პირობებში მოსწავლეები მოწყვლადები ხდებიან ონლაინ ბულინგის მიმართ.   2018 წლის ზაფხულში " მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017-ის  ათი ფინალისტისთვის   კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ პარტნიორობით გამოცხადდა საინტერესო შემოთავაზება  -კერძოდ კი, ე.წ  პედაგოგიური პრაქტიკის ხელშეწყობის პროექტების საგრანტო პროგრამა , რომლის მიზანი გახლდათ  პედაგოგის მხარდაჭერა განავითაროს საკუთარი საგნის სწავლა-სწავლების პროცესი და შედეგები საკუთარ სკოლაში; პროექტის მონახაზის შედგენის შემდეგ ჩემი